Saturday, March 22, 2014

პროექტის სახელწოდება
ჩვენი სოფლის ისტორიული ძეგლები


პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
იდეა:ნაკლებად ცნობილი საინტერესო ფაქტების თარგმნა ინგლისურ ენაზე  .
მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობებს და გამოიკვლევე თავისი სოფლის ისტორიულ  ძეგლებს.



პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ მოიპოონ ინფორმაცია თავიანთი სოფლის ისტორიულ ძეგლებზე ასევე ამ ძეგლებთან დაკავშირებულ  საინტერესო ფაქტების მოძიების პროცესში შეიძენენ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ ჩვევებს რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას რეალურ ცხოვრებაში.


პროექტის მიზნები
ისტორიული ფაქტების მოძიება და კვლევა
თარგმნისთვის საჭირო უცხო სიტყვების დამუშავება,
მსგავსი შინაარსის ინგლისურ ენოვანი  ისტორიული ფაქტების გაცნობა და ამ შინაარსის მასალებისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ათვისება

მონაწილეთა ასაკი
xI კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ისტორიული ძეგლების კვლევის შედეგად კომპეტენტური პირების მიერ მოცემული ინფორმაციის მიხედვით დაადგინონ  რ ომელ საუკუნეში ვის მიერ შეიქმნა ესა თუ ის ისტორიული დძეგლი რა ამბავი დაედო საფუძვლად ამ ძეგლის შექმნას  


თემასთან დაკავშირებით შექმნან ვიდეო და გრაფიკული მასალა.
შეადგინონ პრეზენტაციები.

უნარ-ჩვევები
ამპროექტზემუშაობითმოსწავლეებსგამოუმუშავდებათანალიტიკური აზროვნების, სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და  კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, ისწავლიანპროექტზემუშაობას, შეისწავლიანსხვადასხვაკომპიუტერულპროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი), ლექსიკურ გრამატიკული სამუშაოები
 საჭირო ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობებს,იკვლევენ თავისი რაიონის ისტორიულ ძეგლებს,ახდენენმათკლასიფიკაციას.

 იღებენინტერვიუებსიმკომპეენტურიპირებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ საკვლევი თემის ირგვლივ აგროვებენ და იღებენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას ქმნიან ელექტრონულ პორთფოლიოს
ამზადებენ პრეზენტაციას.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·           განსაზღვარავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებ, გერმანიის გაერთიანების დღე, ასწლიან ომ და სხვა);
·           ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭეს, ვერსალის სასახლე, ბიგ ბენ, ოსტანკინოს ანძას და სხვა);
·           ცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ., ვოლფგანგ გოეთე, ლუი XIV-ს, ნაპოლეონ, დედოფალ ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინ), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს, ეპოქას, დამსახურებას;
·           ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.

უცხ.ს.IV.23.          მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
·           კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.

უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზაციას;
·           მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენე ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
·           სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების წამოჭრისას ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში;
·           საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
·           სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს მათ სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
·           ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
·           ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
·           საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·            ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად;
·            მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·            უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·            ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·            საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·            აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;

პროექტის ხელმძღვანელი
ნანა ნემსაძე

No comments:

Post a Comment